სტილების თანმიმდევრული ცხრილები (Cascading Style Sheets), ცნობილი აბრევიატურით CSS, წარმოადგენს სტილის ცხრილის ენას, რომელიც გამოიყენება HTML ან XML ენით დაწერილი დოკუმენტების (მათ შორის XML ენის განშტოებების, SVG ან XHTML-ის) აღსაწერად და წარმოსადგენად. CSS ადგენს, თუ როგორ უნდა გამოისახოს სტრუქტურული ელემენტები ეკრანზე, ქაღალდზე, ხმოვანი ან სხვა სახით.
CSS წარმოადგენს ღია ინტერნეტის ერთ-ერთ ძირითად ენას და მისი მახასიათებლები განისაზღვრება W3C-წესდებით. შემუშავების დონის მიხედვით, CSS1-ვერსია მოძველებულია და აღარ გამოიყენება, CSS2.1 სასურველია გამოსაყენებლად, ხოლო CSS3, დაყოფილი მცირე მოდულების სახით, თანდათან ვითარდება საყოველთაო გამოყენებისთვის.
- CSS შესავალი
თუ ახალი ხართ ვებშემუშავებაში, აუცილებლად გაეცანით CSS საფუძვლებს რომ უკეთ გაიგოთ რა არის CSS და როგორ გამოიყენება.
- CSS-ის გაკვეთილები
ჩვენი სასწავლო განყოფილება შეიცავს მდიდარ სასწავლო მასალას, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილთათვის, სადაც სრულადაა აღწერილი და განხილული ენის საფუძვლები.
- CSS3-ის ცნობარი
ეს ამომწურავი ცნობარი განკუთვნილია ვებშემმუშავებლებისთვის და მასში სრულადაა წარმოდგენილი CSS-ის თვისებები და ცნებები.
გაკვეთილები
ჩვენს სასწავლო განყოფილებაში წარმოდგენილია მრავალი მოდული, რომელიც შეგასწავლით CSS-ს ნულიდან — ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
- CSS შესავალი
- ამ მოდულში განხილულია CSS-ის მუშაობის საფუძვლები, მათ შორის მიმართვები, თვისებები, კოდის წერის წესები, CSS-ის ასახვა HTML-ში, სიგრძის, ფერისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა, თანმიმდევრულობა და მემკვიდრეობითობა, ყუთის მოდელი და CSS კოდის გამართვა.
- ტექსტის გაფორმება
- მოდულში მიმოხილულია ტექსტის გაფორმების საწყისები, მათ შორის შრიფტის შერჩევა, გამუქება, დახრილობა, ხაზების გავლება, დაშორების განსაზღვრა, ჩრდილები და სხვა მახასიათებლები. მოდულის ბოლოს ახსნილია, თუ როგორ ხდება ვებგვერდზე საკუთარი შრიფტების დამატება, აგრეთვე სიებისა და ბმულებისთვის გაფორმების შეცვლა.
- ბლოკების გაფორმება
- მოდულში აღწერილია ბლოკების გაფორმება, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ვებგვერდის განლაგების შექმნაში. ასევე დაწვრილებითაა განხილული ასაწყობი (ბლოკური) მოდელი და მისი მახასიათებლები, როგორიცაა გარე და შიდა დაშორებები, ჩარჩოები, ფერები, ფონები, სურათები, აგრეთვე დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის ჩრდილებისა და ფილტრების დადება.
- CSS განლაგება
- ახლა უკვე, როცა მიმოხილული გვაქვს CSS-ის საფუძვლები, ტექსტისა და ბლოკების გაფორმება, შეგვიძლია შევისწავლოთ მათი საიტზე სწორი ურთიერთგანლაგება. ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ყველა საჭირო წინაპირობა და შეგვიძლია უფრო ღრმად გავეცნოთ CSS-განლაგების საკითხებს, სხვადასხვა ზომის ეკრანებთან თავსებადობას, ობიექტების განთავსების ტრადიციულ მიდგომებს, ტივტივის (float) თვისებისა ან პოზიციონირების გამოყენებით და ასევე ახალ და თანამედროვე საშუალებებს, როგორიცაა უფრო მოქნილი flexbox.
ცნობარი
- CSS ცნობარი: ამომწურავი მასალა, რომელშიც სრულადაა აღწერილი CSS-ის თითოეული მახასიათებელი და ყველა ძირითადი ცნება.
- CSS-ის საკვანძო საკითხები:
- ენის სინტაქსი და ფორმები
- თავისებურებები და მემკვიდრეობითობა
- ბლოკური მოდელი და დაშორებების შეკუმშვა
- შემცველი ბლოკი
- ობიექტების ერთმანეთზე დაწყობა და ბლოკური გაფორმება
- საწყისი, გამოთვლილი, გამოყენებული და არსებული მნიშვნელობები
- CSS-ის თვისებების შემოკლებული ჩაწერა
- მოქნილი ბლოკური განლაგება
- ბადისებრი განლაგება
- მედია მოთხოვნები
ხელსაწყოები CSS-ის შემუშავებისთვის
- W3C CSS კოდის დამოწმების მომსახურება საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ თქვენი CSS კოდის მართებულობა. მომსახურება საიტზე OnlineWebCheck.com აგრეთვე გამოგადგებათ ამისთვის. შეუფასებელი საშუალებებია კოდის გასამართად.
- Firefox შემმუშავებლის ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ იხილოთ და შეასწოროთ CSS კოდი პირდაპირ გახსნილ ვებგვერდზე, დაკვირვებისა და სტილის ჩასწორების ხელსაწყოების მეშვეობით.
- ვებშემმუშავებლის გაფართოება Firefox-ისთვის, საშუალებას მოგცემთ თვალი მიადევნოთ და ჩაასწოროთ CSS კოდი პირდაპირ მითითებულ საიტებზე.
- ჩვენი ინტერნეტ-ერთობის წევრებს, მრავალი სხვადასხვა CSS-ის ხელსაწყო აქვთ შექმნილი, რომელიც ასევე გამოგადგებათ მუშაობაში.
ასევე იხილეთ
- CSS საჩვენებელი მასალები: წაახალისეთ საკუთარი შემოქმედებითი უნარები უახლესი CSS ტექნოლოგიების მუშაობის მაგალითებისა და ნიმუშების გამოკვლევით.
- ვებდაპროგრამების ენები, რომლებიც ხშირად გამოიყენება CSS-სთან ერთად: HTML, SVG, XHTML და XML.
- Mozilla-ს ტექნოლოგიები, რომლებიც აფართოებს CSS-ის გამოყენების შესაძლებლობებს: XUL, Firefox-ისა და Thunderbird-ის გაფართოებები და თემები.